რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გახსოვდეთ, რომ ხალისიანი განწყობა და ოპტიმიზმი წარმატების გარანტია. სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით და უფროსი თქვენს მონდომებას დააფასებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ მცირე გაუგებრობა კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
კურო
დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. გირჩევთ, სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან დღეს ურთიერთგაგების სრული დეფიციტია. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, თუმცა ახლობელი ადამიანების დახმარებით პრობლემას მალე მოაგვარებთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.
ტყუპები
ამ დღეს ნათესავებთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რომ კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ზოგადად, ეცადეთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას ნაკლები.
კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ოჯახში დაძაბული ვითარება გაიძულებთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის – კვალიფიციური ექსპერტის რჩევა საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.
ლომი
მშვიდი დღეა, რომელიც ხელსაყრელია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. სამსახურში და სახლში ერიდეთ მძიმე ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს შესრულებას, რადგან გამორიცხული არ არის, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. დღის მეორე ნახევარში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
ქალწული
ამ დღეს სამსახურში დაშვებულ შეცდომას შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო თავგადასავალი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. მარტოხელა ქალწულებმა შესაძლოა, დაოჯახების გადაწყვეტილება მიიღონ.
სასწორი
გამორიცხული არ არის, რომ დილა კონფლიქტით დაიწყოს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დიდი ხნით დაგეძაბოთ. თუ ზოგად დეპრესიას და ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. უფროსთან რთული საუბარი საბოლოოდ პოზიციის გაუმჯობესებაში და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ, მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები. დღეისთვის დაგეგმილი საქმეები, სავარაუდოდ, წარმატებით დასრულდება. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.
მშვილდოსანი
აქტიური, შემოქმედებითად მდიდარი დღეა. ნუ აჩქარდებით – დაუფიქრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. გირჩევთ ფინანსური პრობლემების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და, რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.
თხის რქა
დილიდან რთული და დაძაბული დღეა. იზრდება მოწამვლის რისკი. ამ დღეს მუშაობა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. არ არის გამორიცხული, რომ კოლეგამ თქვენი გადაწყვეტილება სწორად ვერ გაიგოს და არაკომპეტენტურად ჩაგთვალოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს ფინანსური სირთულეები გელით.
თევზები
ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან საეჭვოა, თქვენთვის მოგებიანი იყოს. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. სასურველია საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმეების გარჩევას ნაკლები.