დღეს გეტყვით, რა განსხვავებაა ვანილინსა და ნამდვილ ვანილს შორის და გეტყვით იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ პროდუქტს,- ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს:

„ნამდვილი ვანილი ვანილის ორქიდეის ნაყოფისგან მიიღება და დაახლოებით ერთი წელი სჭირდება მის დამწიფებას. ვანილი მცირე რაოდენობთ უსაფრთხოა და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ვანილინი კი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ვანილის სუნი და ხშირ შემთხვევაში, ქიმიური გზით მიიღება. ვანილის შემცველობა კი 3%. ასევე შეიცავს ვანილის ხელოვნურ არომატიზატორს და სიმინდის სახამებელს.

ზოგიერთ ადამიანში ვანილინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დიარეა და ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რისკის შემცველი და მოწყვლადი კატეგორია, როგორიცაა ორსულები და პატარა ბავშვები“, – ამბობს ირაკლი არაბული.

 

By tea