„სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა – საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი – ქალბატონი ინგა თევზაძე.

ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს – ქართულ ნაციონალურ ბალეტს. ნათელში იყოს მისი სული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *