მოქალაქე, ნანუკა ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს:

“შაბათს, 20 დეკემბერს, 14:00- 15:00 შუალედში, ახმეტელის მეტროში, ვაგონში შესვლისას დედაჩემს გახსნილი პალტო კარში ჩაჰყვა, შესვლა ვერ მოასწრო ვაგონში, კარი დაიკეტა და მატარებელი დაიძრა. დედა ცდილობდა პალტოს გამოგლეჯას, მაგრამ ვერ შეძლო და წამებში მიხვდა,

რომ სისწრაფეს ვერ დაეწეოდა — ბაქანზე სპეციალურად დაწვა, რომ გადარჩენის შანსი ჰქონოდა. მატარებელი მაინც მიათრევდა და უკვე მაშინ, როცა წინა ვაგონი გვირაბში იყო შესული, სრულიად უცნობმა ბიჭმა უკნიდან ჩასჭიდა ხელი და ბოლო წამს გამოგლიჯა კარიდან. ეს ყველაფერი

წამებში მოხდა. ბიჭი არავის დაუნახავს — მოვარდა, გადაარჩინა და გაუჩინარდა. შოკში მყოფმა დედამ იმავე წამს ვერ მოიკითხა გადამრჩენელი ამ პოსტს ვწერ, რომ საჯაროდ გადავუხადო მადლობა ადამიანს, რომელმაც დედაჩემის სიცოცხლე გადაარჩინა. ასეთი შემთხვევები გვაჩვენებს,

რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის ღვთისნიერი რეაქცია. დიდი მადლობა ამ უცნობ ბიჭს — და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოდესმე პირადადაც შევძლებთ მადლობის გადახდას,” – წერს ჭანტურია.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *