24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. მომხდარს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და ანრი ჯოხაძის ახლო მეგობარი გიორგი გასვიანი ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა … და რა სამწუხარო გახდა ეს დღე…! გალა შენ ძალიან გიყვარდა ისევე, როგორც ყველა ბავშვი! და რამდენი საოცარი საბავშვო სიმღერა გაქვს დაწერილი! როგორი დედა იყავი, ან ბებია, ან შენი შვილების მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანი – ამაზე აღარც დავხარჯავ სიტყვებს! როგორი იუმორით სავსე ადამიანი! როგორი კომპოზიტორი! როგორ გიყვარდა ადამიანები და მთელი სამყარო“, – წერს გიორგი გასვიანი.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *