რა არის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­ზე ცნო­ბი­ლი?

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1977 წლის 1 სექ­ტემ­ბერს. 2001 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 1999 წელს “Air Georgia”-ს ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. 1999–2001 წლებ­ში იყო “ქარ­თუ­ლი ავი­ა­ხა­ზე­ბი — აირ­ზე­ნას” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი.

2003–2004 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მსოფ­ლიო სა­ბა­ჟო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რე­ბის მე­თა­ურ­თა უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში.

2004–2008 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

2007–2008 წლებ­ში – ასო­ცი­ა­ცია „ATU“-ს ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

2008–2013 წლებ­ში იყო შპს „ქარ­თუ მშე­ნე­ბე­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. 2013–2014 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2014–2016 წლებ­ში შპს „Old City Development“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2015–2016 წლებ­ში ს/ს „ქარ­თუ-ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. 2016 წელს იყო თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე.

2016–2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (ვა­ნი­სა და ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა — დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში ხმა­თა 59,01% (18 270 ხმა) მი­ი­ღო.[2]

2017 წლის 22 დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის 8 სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ კი 2025 წლამ­დე სუს-ს უფ­რო­სი.

ლი­ლუ­აშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე მაია ჭე­იშ­ვი­ლი (დ. 1982) და ორი შვი­ლი: ნი­კო­ლო­ზი (დ. 2008) და ლა­ზა­რე (დ. 2013).

2015–2016 წლებ­ში „ქარ­თუ“ ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე.

2017 წელს ჟურ­ნალ თბი­ლი­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლე იმ დროს გა­იც­ნო, როცა კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობ­და. მაია ჭე­იშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი:

“მა­ი­კო რომ გა­ვი­ცა­ნი, ხში­რად მი­წევ­და აე­რო­პორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა. მა­ი­კო კი იქ მუ­შა­ობ­და, ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­ვამ­ჩნიე, როცა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბის გა­სას­ვლე­ლით ვსარ­გებ­ლობ­დი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე გოგო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თვა­ლე­ბით მა­ცი­ლებ­და. პა­ტა­რე­ბი არ ვი­ყა­ვით და და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვემ გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღეთ”.

მაია ჭე­იშ­ვი­ლი:

“გაც­ნო­ბი­დან ექვს თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. ორი­ვეს ტრა­დი­ცი­უ­ლი, იმე­რუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი წე­სე­ბის დაც­ვით მოხ­და – ოჯა­ხის გა­მოკ­ვლე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნიშ­ნო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი:

“პირ­და­პირ მი­ვე­დი მა­ი­კოს მშობ­ლებ­თან და გან­ვუ­ცხა­დე, ვინ ვი­ყა­ვი და რა მინ­დო­და, უკვე კარ­გად იყ­ვნენ ჩემ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი. მას მერე ისე შე­ვუყ­ვარ­დი მა­ი­კოს მშობ­ლებს, ჩემს მზეს ფი­ცუ­ლო­ბენ (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ჩემს სი­დედრს ვა­ნუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს. სულ „ვაყ­ვედ­რი,” შენს რა­ი­ონს ვუვ­ლი და შენ კი, სახ­ლში უნდა და­მეხ­მა­რო ვა­ნე­ლე­ბის გაზ­რდა­ში-მეთ­ქი, ერ­თგვა­რი „შე­თან­ხმე­ბა” გვაქვს”. განაგრძეთ კითხვა

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *