გარდაიცვალა ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა. “სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ სუხიშვილის მეუღლე ინგა თევზაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ქალიშვილმა ნინო სუხიშვილმა გაავრცელა:

“RIP გაგვიფრინდა ჩვენი ლამაზი ინგა”, – დაწერა ანსამბლის ხელმძღვანელმა.

ახლობლების თქმით, ინგა თევზაძე ბოლო წლებში ავადმყოფობდა.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *